ნინო წილოსანი: ინიციატივები, რომლებსაც ახლა განვიხილავთ, სათანადოდ შეაფასებს იმ მავნებლობას, მათ შორის, პოლიციელებზე თავდასხმის მცდელობებს და დაუმორჩილებლობას, რომლებიც აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას

„ინიციატივები, რომლებსაც ახლა განვიხილავთ, სათანადოდ შეაფასებს იმ მავნებლობას, მათ შორის, პოლიციელებზე თავდასხმის მცდელობებს და დაუმორჩილებლობას, რომლებიც აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინი წილოსანმა ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლებრივ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების შესახებ განაცხადა.

„ამ მოქმედებებზე, რომლებიც ყველა ნორმალური ქვეყნის შემთხვევაში არის საკმაოდ მკაცრად დასჯადი, ჩვენს შემთხვევაში თავსმოხვეული იყო ძალიან რბილი რეაგირების მექანიზმები. ამიტომ ინიციატივები, რომლებსაც ახლა განვიხილავთ, სათანადოდ შეაფასებს იმ მავნებლობას, მათ შორის, პოლიციელებზე თავდასხმის მცდელობებს და დაუმორჩილებლობას, რომელიც აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას, შესაბამისი რეაგირების საშუალებას მისცემს სამართალდამცველებს, რომ პრაქტიკიდან ამოღებული იყოს ეს მავნებლური და არაფრისმომცემი აქტივიზმი, რომელსაც აქტივიზმსაც ვეღარ ვუწოდებთ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა. მისი განმარტებით: „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებით, რისთვისაც ასევე მკაცრი სანქციები განისაზღვრება“, „სისხლის სამართლის წესით დაისჯება პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, ასევე საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ან ძალადობის მუქარის ჩამდენი პირიც“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები