ლევან მაჭავარიანი: უნდა დასრულდეს, რომ ვინმეს ილუზია ჰქონდეს, რომ საქართველოში უფლება აქვს, პოლიციელს ან ხელი დაარტყას, ბოთლი, „მოლოტოვის კოქტეილი“ ან პიროტექნიკა ესროლოს

„ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები შეაფასა.

„უნდა დასრულდეს, რომ ვინმეს ილუზია ჰქონდეს იმისა, რომ საქართველოში უფლება აქვს, პოლიციელს ან ხელი დაარტყას, ბოთლი, „მოლოტოვის კოქტეილი“ ან პიროტექნიკა ესროლოს. ამ მხრივ ყველაფერი მკაცრდება. იმის ილუზიაც არავის არ უნდა ჰქონდეს, რომ შეუძლია, პოლიტიკური თანამდებობის პირს – დეპუტატი იქნება თუ საჯარო მოხელე, მუქარებით მიუვარდეს, შეურაცხყოფა მიაყენოს, მით უმეტეს საჯარო სივრცეში. ეს ყველაფერი არის ფსევდოლიბერალური ფაშიზმის მაგალითები და ჩვენ დავპირდით ჩვენს საზოგადოებას, რომ ფაშიზმი საქართველოში დასრულდება”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, ,,ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა. მისი განმარტებით: „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებით, რისთვისაც ასევე მკაცრი სანქციები განისაზღვრება“, „სისხლის სამართლის წესით დაისჯება პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, ასევე საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ან ძალადობის მუქარის ჩამდენი პირიც“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები