ირაკლი კირცხალია: საინტერესოა, რა საფუძვლით გააკრიტიკებს ოპოზიცია „ფარას“

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ ამერიკული „ფარას“ კანონის მსგავსი პროექტის შესახებ ისაუბრა, რომლის დაინიციირებასაც „ქართული ოცნება“ აპირებს.

„საინტერესოა, რა საფუძვლით გააკრიტიკებს ოპოზიცია „ფარას“ კანონის დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირ კოპირებით კანონს ქართულ საკანონმდებლო სივრცეში, ძალიან საინტერესო იქნება, თუ რომელი მიმართულებით გააკრიტიკებენ. თუმცა, ეს გასაკვირი არ არის იმიტომ, რომ ბევრად მსუბუქ, შერბილებულ კანონს, რომელსაც ერქვა „გამჭვირვალობის კანონი“, ვნახეთ, როგორი აჟიოტაჟი მოჰყვა მათი და მათი პატრონების მხრიდან”, – განაცხადა კირცხალიამ.

 

ცნობისთვის, აღნიშნული კანონპროექტის დაინიციირების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები