გიორგი ვოლსკი „ფარას“ ანალოგის პროექტზე: სახელმწიფო ვალდებულია, საკუთარი ქვეყანა, ნებისმიერი პოლიტიკური გემოვნების მოქალაქე დაიცვას რასაც ჰქვია ფულის ჩასხმა დესტაბილიზაციის პროექტებში

„სახელმწიფო ვალდებულია, საკუთარი ქვეყანა, ნებისმიერი პოლიტიკური გემოვნების მოქალაქე დაიცვას რასაც ჰქვია ფულის ჩასხმა დესტაბილიზაციის პროექტებში’’, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ამერიკული „ფარას“ კანონის მსგავსი კანონპროექტის შესახებ განაცხადა, რომელსაც „ქართული ოცნება“ დააინიციირებს.

„ფარა“ საკმაოდ კარგი კანონია, რომელიც არის ის, რაც სჭირდება დემოკრატიულ სამყაროს იმისათვის, რათა დაიცვას საკუთარი სახელმწიფო. სახელმწიფო ვალდებულია, საკუთარი ქვეყანა, ნებისმიერი პოლიტიკური გემოვნების მოქალაქე დაიცვას რასაც ჰქვია ფულის ჩასხმა დესტაბილიზაციის პროექტებში. აქედან გამომდინარე ამერიკის შეერთებული შტატების კანონი არის ზედმიწევნით შესაბამისი იმ ინტერესებთან, რაც გააჩნია სახელმწიფოს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, აღნიშნული კანონპროექტის დაინიციირების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები