უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, USAID-ი წინა ადმინისტრაციის პერიოდში გამოცემა „პოლიტიკოსა“ და უნგრეთის მემარცხენე მედიას აფინანსებდა.
ამის შესახებ უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
„როგორც ჩანს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) წინა ადმინისტრაციის დროს აფინანსებდა ბრიუსელში მოქმედ ულტრაპროგრესულ გამოცემა „პოლიტიკოსა“ და პრაქტიკულად მთელ მემარცხენე მედიას უნგრეთში, მე კი „წლის გამანადგურებელად“ გამომაცხადეს. ვფიქრობ, მსოფლიო პრეზიდენტ ტრამპის მიმართ მადლიერი უნდა იყოს ამ ბნელი შეთქმულების გამოვლენისა და დასრულებისთვის“, – წერს ორბანი.