ირაკლი გოგავა: საოცარი წმენდა წამოიწყო დონალდ ტრამპმა, აშრობს ჭაობს – ხდება ე.წ. „დიფ სთეითის“ განადგურების პროცესი, რასაც სიამოვნებით ვაკვირდები იმიტომ, რომ ჩემი ქვეყანაც იყო „დიფ სთეითის“ სამიზნე წლების განმავლობაში

საოცარი წმენდა წამოიწყო დონალდ ტრამპმა, აშრობს ჭაობს. ხდება ე.წ. „დიფ სთეითის“ განადგურების პროცესი, რასაც ვაკვირდებით ჩვენ და პირადად მე ამას სიამოვნებით ვაკვირდები იმიტომ, რომ ჩემი ქვეყანაც იყო „დიფ სთეითის“ სამიზნე წლების განმავლობაში, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ტრამპის პოლიტიკამ გამოააშკარავა თუ ვინ იდგა „დიფ სთეითის“ უკან.

„ტრამპმა დაიწყო ე.წ. „პერესტროიკა“. ჩვენთვის ეს კარგი პროცესია იმიტომ, რომ „ომის პარტიას“ ვისაც ვეძახდით ესენი არიან. საერთოდ, USAID და მსგავსი ფონდები თავიდანვე იყო ჩაფიქრებული, რომ სხვა სახელმწიფოების ინტერესების გამტარებელი სააგენტოები არიან. შეიძლება რამდენიმე ტომარა ფქვილიც დაარიგონ, კომპიუტერიც შეიძლება ვიღაცას აჩუქონ, ტრაქტორის კი მაგრამ ძირითადად ეს არის გამოყენებული სხვადასხვა ქვეყანაში, არა მხოლოდ საქართველოში დაზვერვის სამსახურისთვის საფარის გასაკეთებლად, რომ რეგიონებში აქტიურად იმუშაონ.

მაგრამ ჩვენს შემთხვევაში და USAID-ის შემთხვევაში, აქ კიდევ დაემატა, რომ ნეოლიბერალიზმის დღის წესრიგი დაადეს ზევიდან“, – განაცხადა ირაკლი გოგავამ.

მისი თქმით, ის რაც დღეს საქართველოს ქუჩებში ხდება ცხადია, რომ USAID-დან და უცხოური ფონდებიდან ფინანსდება. ირაკლი როგავას განცხადებით, თანხა გამოყოფილია და ის უნდა დაიხარჯოს ამიტომ არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ USAID-ის მუშაობა შეჩერებულია, საქართველოში ჯერ ეს პროცესი არ იგრძნობა.

„საქართველო უნიკალური ადგილი აღმოჩნდა იმიტომ, რომ ერთადერთი ადგილი აღმოჩნდა, სადაც ჩავარდა სახელმწიფო გადატრიალება ოღონდ ისე ჩავარდა, რომ ის აგენტურული მედია დახურული არ იქნა. სხვაგან ყველგან გათიშეს მედია, სიგნალები გათიშეს, შევარდნენ. ხალხის პოზიციაზე, რომ დადგა ხელისუფლება ამან იმუშავა“, – განაცხადა ირაკლი გოგავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები