მამუკა მდინარაძე: საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტას მხარს დაუჭერს

„საპარლამენტო უმრავლესობა 3 პოლიტიკური გაერთიანების დეპუტატებისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარს დაუჭერს”- ამის შესახებ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გააჟღერა.

მისი განცხადებით, სადეპუტატო მანდატი ოპოზიციისთვის შანტაჟის იარაღია, რისი გამოყენების საშუალებასაც მმართველი გუნდი ოპოზიციას არ მისცემს.

ამასთან, მდინარაძის ინფორმაციით, აღნიშნულ დეპუტატებს შორის არიან ისეთებიც, ვისაც პარლამენტში შესვლის სურვილი ჰქონდათ, თუმცა მათზე შანტაჟის გამო ეს გადაწყვეტილება ვერ მიიღეს.

ცნობისთვის, საკითხზე კენჭისყრა უკვე დაიწყო. 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს ინდივიდუალურად უყრიან კენჭს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები