დავით მათიკაშვილი: კარგად იყო ცნობილი, რომ მაგისტრალის გადაკეტვა, იმის მცდელობა, რომ საავტომობილო კოლაფსი მომხდარიყო ქალაქში და იმ ობიექტის ბლოკირება, რომელიც სტრატეგიული დანიშნულების ნუსხაშია შეტანილი, სისხლის სამართლის წესით ისჯება
“კარგად იყო ცნობილი, რომ მაგისტრალის გადაკეტვა, იმის მცდელობა, რომ საავტომობილო კოლაფსი მომხდარიყო ქალაქში და იმ ობიექტის ბლოკირება, რომელიც სტრატეგიული დანიშნულების ნუსხაშია შეტანილი, სისხლის სამართლის წესით ისჯება”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, არავის უნდა გაუკვირდეს, რომ ამ წესის დარღვევის გამო დაკავებულების მიმართ შესაბამისი ღონისძიება გატარდება.
“საზოგადოებისთვის კარგად იყო ცნობილი, რომ მაგისტრალის გადაკეტვა, იმის მცდელობა, რომ საავტომობილო კოლაფსი მომხდარიყო ქალაქში და იმ ობიექტის ბლოკირება, რომელიც სტრატეგიული დანიშნულების ნუსხაშია შეტანილი, სისხლის სამართლის წესით ისჯება. შესაბამისად, ნურავის გაუკვირდება, თუკი ამ წესის დარღვევის გამო მათ მიმართ შესაბამისი, ადეკვატური, სამართლებრივი ღონისძიება გატარდება. არავისთვის არ წარმოადგენს ინდულგენციას, იქნებიან ეს პარლამენტის წევრები თუ რადიკალური ოპოზიციის ცნობადი სახეები, რომ მათი ქმედება სახელმწიფოს მხრიდან იქნება უგულებელყოფილი და სათანადო წესით არ დაისჯება”, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, „თბილისი მოლთან“ მიმდინარე აქციაზე დაკავებულ 8 პირს, რომლებიც თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით იყვნენ დაკავებული, ბრალდება შეეცვალათ. კერძოდ, აღნიშნულ პირებს გამოძიება ამჯერად, სისხლის სამართლის წესით ჩადენილ დანაშაულს ედავება. გამოძიება მათ წინააღმდეგ, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. დაკავებულებს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. დაკავებულ 8 პირს შორის არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები – გიგი უგულავა და დიმიტრი ბიძინაშვილი.