გიორგი ჩაკვეტაძე: 2020 წელსაც ანალოგიურ შემთხვევასთან გვქონდა საქმე, როდესაც ჯერ ბოიკოტში იყო ოპოზიცია, შემდეგ ერთმანეთს ასწრებდნენ შესვლას პარლამენტში

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, 2020 წელსაც ანალოგიურ შემთხვევასთან გვქონდა საქმე, როდესაც ჯერ ბოიკოტში იყვნენ [ოპოზიცია], შემდეგ ერთმანეთს ასწრებდნენ შესვლას პარლამენტში,“ – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, 2020 წელსაც ანალოგიურ შემთხვევასთან გვქონდა საქმე, როდესაც ჯერ ბოიკოტში იყვნენ [ოპოზიცია], შემდეგ ერთმანეთს ასწრებდნენ შესვლას პარლამენტში და გაცდენილ სხდომებთან დაკავშირებით, ხელფასების ჩარიცხვა მოსთხოვეს პარლამენტის წარმომადგენლებს. ამ ხალხისგან არაფერი არ გვიკვირს. ვიმსჯელებთ ამ ყველაფერზე. პირველ ეტაპზე საპროცედურო კომიტეტზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც საზოგადოება ნახავს“, – აღნიშნა ჩაკვეტაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში დღეს 49 ოპოზიციონერისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები