ვლადიმერ ბოჟაძე: სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლები განსაზღვრავენ რა ტიპის პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროთ ადამიანებს, რომლებიც ან არ ითანამშრომლებენ კომისიასთან, ან ითანამშრომლებენ და არასწორ ინფორმაციას მიაწვდიან
„სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლები განსაზღვრავენ რა ტიპის პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროთ ადამიანებს, რომლებიც ან არ ითანამშრომლებენ კომისიასთან, ან ითანამშრომლებენ და არასწორ ინფორმაციას მიაწვდიან და ა.შ“. – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ ქვეყანას ყველა მიმართულებით უამრავი უბედურება მოუტანა.
„[საგამოძიებო] კომისიის შექმნა არის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი არამარტო იმიტომ, რომ ის იყო ჩვენი წინასაარჩევნო კამპანიის დაპირება, არამედ იმისათვის, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, თუ რა ძალასთან გვაქვს საქმე. „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც წლების განმავლობაში მართავდა ჩვენს ქვეყანას და ყველა მიმართულებით უამრავი უბედურება მოუტანა ჩვენს სახელმწიფოს და ხალხს. რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს კომისია. „ნაციონალური მოძრაობის“ ახლანდელ, ყოფილ, თუ სხვა პარტიაში გადაბარგებულ წევრებს – ყველა მათგანს მოუწევს კომისიასთან თანამშრომლობა. სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლები განსაზღვრავენ რა ტიპის პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროთ ადამიანებს, რომლებიც ან არ ითანამშრომლებენ კომისიასთან, ან ითანამშრომლებენ და არასწორ ინფორმაციას მიაწვდიან და ა.შ.“ – აღნიშნა ბოჟაძემ.