შოლცი – ფინანსური დახმარების სანაცვლოდ უკრაინისთვის იშვიათი მინერალების მოთხოვნა ეგოისტურია
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გააკრიტიკა დონალდ ტრამპის მოთხოვნა, რომ უკრაინამ შეერთებულ შტატებს ფინანსური დახმარების სანაცვლოდ იშვიათი მინერალები მიაწოდოს,- ამის შესახებ “როიტერი” წერს.
“ეს იქნებოდა ძალიან ეგოისტური, ძალიან ეგოცენტრული. ასეთი რესურსები უკეთესი იქნებოდა ომის შემდეგ ქვეყნის აღდგენისთვის”,- განაცხადა შოლცმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპა საკმარისად ძლიერია იმისთვის, განახორციელოს საკუთარი ინტერესები შეერთებულ შტატებთან სავაჭრო მოლაპარაკებებში.
“ევროკავშირი ძლიერია. ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა, რათა დავრწმუნდეთ, რომ შეგვიძლია ვიზრუნოთ საკუთარ ინტერესებზე”, – თქვა გერმანიის კანცლერმა.