“კომისიის შექმნას აქვს უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა, სამართლებრივი დატვირთვა, რადგან „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში” – მაჭარაშვილი

“ჯერ იქნება საქართველოს პარლამენტის დადგენილება, კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, ამის შემდგომ, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დაადგენს კვოტებს”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას განაცხადა.

„ჯერ იქნება საქართველოს პარლამენტის დადგენილება, კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. ამის შემდგომ, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დაადგენს კვოტებს – საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის რაოდენობას. ამის შემდეგ უკვე უმრავლესობაც და ოპოზიციაც შევავსებთ ამ კვოტებს კონკრეტული პარლამენტის წევრებით და შესაბამისად, ეს კომისია დაახლოებით იმ კვირიდან შეუდგება მუშაობას. კომისიის შექმნას აქვს უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა, სამართლებრივი დატვირთვა, გამომდინარე იქიდან, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები