“USAID-მა მიიღო ის, რაც დაიმსახურა” – გურამ მაჭარაშვილი
“USAID-მა მიიღო ის, რაც დაიმსახურა”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ის ფაქტი, რომ თავად USAID-დან წამოსული ფული, მათ შორის, ძირითადად შავი ფული ხმარდებოდა საქართველოში რადიკალურ პროცესებს, საქართველოში მოლოტოვის კოქტეილის დამზადებას და პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობას, ამაზე არაერთხელ გვითქვამს. ჩვენ დღეს ვნახეთ, გამოჩნდა, გამოაშკარავდა, რომ თურმე სწორედ USAID და მისი საცეცები რომლებიც იყვნენ საქართველოში, ისინი აფინანსებდნენ და დღემდე შემორჩენილი ფულით კიდევ დღესაც ვხედავთ, რომ რადიკალურ პროცესებს ახალისებენ.
ამიტომაც, USAID-მა მიიღო ის, რაც დაიმსახურა“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.