“პერსონალური ინფორმაციის გავრცელებას ან რაიმე ამგვარს ადგილი არ ჰქონია, აჟიოტაჟი აბსოლუტურად ხელოვნურადაა ატეხილი” – ლევან იოსელიანი

“თავშესაფრებზე რომ დაიწყეს საუბარი, კარგია, რადგან დიდი ხანია, ამაზე ვსაუბრობ. არავინ ამახვილებდა ყურადღებას იმ პრობლემებზე, რომლებიც თავშესაფრებშია”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

„თითქოს, ვიღაცის პერსონალური ინფორმაცია გავავრცელე, ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია. დანარჩენი ინტერპრეტაციის საკითხია. ყველას ინტერპრეტაციას პასუხს ვერ გავცემ. არანაირი ადგილმდებარეობა ჩემს მიერ გავრცელებული არ ყოფილა. ეს აჟიოტაჟი აბსოლუტურად ხელოვნურადაა ატეხილი“, – განაცხადა იოსელიანმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები