დავით მათიკაშვილი – გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ ბათუმში, სასტუმროში კონფლიქტი მისი დაწყებულია, დაადასტურა, რომ თავს დაესხა სასტუმროში კონკრეტულ პირს

„გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ ბათუმში, სასტუმროში კონფლიქტი მისი დაწყებულია, დაადასტურა, რომ თავს დაესხა სასტუმროში კონკრეტულ პირს, რასაც შესაბამისი პასუხი მოჰყვა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, ის ცრუ ნარატივი, რომელსაც ავრცელებდნენ რადიკალი ოპოზიციონერები, თითქოს გიორგი გახარიას თავს დაესხნენ, ტყუილია.

„ცხადია, რომ ძალადობა მიუღებელია, თუმცა მაშინ, როდესაც ძალადობის ავტორი შენ ხარ, ბუნებრივია, ის მოლოდინი, რომ ამ ძალადობას პასუხი მოჰყვება, უნდა გგქონდეს. შესაბამისად, ის ნარატივი, რომელსაც დღემდე ავრცელებდნენ რადიკალი ოპოზიციონერები, თითქოს გიორგი გახარიას თავს დაესხნენ და მის მიმართ განხორციელდა ძალადობა, ყოველგვარი პროვოცირების გარეშე, ტყუილია. თავად გახარიამაც პირდაპირ დაადასტურა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ დღეს ბრიფინგზე განაცხადა: „მე მქონდა რეაქცია ორგანიზებულ თავდასხმაზე, რომელიც მიმდინარეობდა სხვადასხვა ფორმით, სიტყვიერად და ასე შემდეგ, რეაქცია იყო ქაღალდის ჭიქით ყავის შესხმა, დიახ, მე ეს გავაკეთე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები