მექსიკის მთავრობა დეპორტირებულთათვის დროებითი თავშესაფრებისა და სერვისების შეთავაზებას გეგმავს
მექსიკის მთავრობა მიგრანტებისთვის და ქვეყნის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც დეპორტირებულნი არიან შეერთებული შტატებიდან, თავშესაფრების გახსნას და სერვისების შეთავაზებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მექსიკის მიგრაციის ეროვნული ინსტიტუტი და სხვა სამთავრობო უწყებები მათ დროებით თავშესაფარს, ტრანსპორტირებას, სამედიცინო დახმარებას, ხელმძღვანელობასა და რეინტეგრაციის მხარდაჭერას შესთავაზებენ.
მთავრობის დოკუმენტის თანახმად, ასევე იქნება მისასალმებელი ცენტრები მექსიკის მოქალაქეებისთვის და სხვა ქვეყნებიდან მიგრანტებისთვის.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის შემდეგ შეერთებული შტატების სამხრეთის საზღვართან, რომელიც მექსიკასთან გადის, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და აშშ-ში არალეგალურად მყოფი მიგრანტების მასობრივი დეპორტაცია დაიწყო.