მაკა ბოჭორიშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

2025 წლის 23 იანვარს, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მაკა ბოჭორიშვილმა, შეხვედრა გამართა საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რობერტ გერშნერთან” – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებს, ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ტრადიციულად არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების მნიშვნელობას.

“შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ავსტრიას შორის ეკონომიკური და სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებს. აღინიშნა ევროინტეგრაციის გზაზე ავსტრიის რესპუბლიკის მხარდაჭერის მნიშვნელობა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ავსტრიულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ერთად იმუშაონ მიმდინარე დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხებისა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით”, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები