ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, დედით ან/და მამით ობოლ სტუდენტს, რომლის ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი არ აღემატება 2000 ლარს – პირველი კურსის პირველი სემესტრი დაუფინანსდება

“ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, დედით ან/და მამით ობოლ სტუდენტს, რომლის ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი არ აღემატება 2000 ლარს – პირველი კურსის პირველი სემესტრი დაუფინანსდება”, – ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე განაცხადა.

“გვაქვს კიდევ ერთი პოზიტიური ინიციატივა განათლების სფეროში: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, დედით ან/და მამით ობოლ სტუდენტს, რომლის ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი არ აღემატება 2000 ლარს – პირველი კურსის პირველი სემესტრი დაუფინანსდება 400 ლარით. ხოლო, ყოველი მომდევნო სემესტრის დაფინანსება განისაზღვრება, წინა სემესტრში მიღებული ქულების რაოდენობით: 71-დან 80 ქულამდე 300 ლარით,  81-დან 90 ქულამდე – 500 ლარით,  ხოლო 91-დან 100 ქულამდე – 600 ლარით. ეს იქნება ის მოკრძალებული წვლილი, რასაც დამატებით ჩვენი მუნიციპალიტეტი გააკეთებს სტუდენტებისთვის,“- აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები