თორნიკე ჭეიშვილი: იკვეთება, რომ გიორგი ბაჩიაშვილიც სარგებლობს გარკვეული ძალების მფარველობით

“ეს არის ნარატივის გაგრძელება, რომელიც დაახლოებით 6 თვის წინ დაიწყო. ამ შემთხვევაში იკვეთება, რომ გიორგი ბაჩიაშვილიც სარგებლობს გარკვეული ძალების მფარველობით და ეს არის აბსოლუტურად ერთიანი, კოორდინირებული პროცესი”- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილი აცხადებს.

მისი თქმით, ეს პროცესები მიზნად ისახავს ბიძინა ივანიშვილისთვის პრობლემების შექმნას.

“საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავს იმას, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს მაქსიმალურად შეუქმნან პრობლემები თავისი აქტივების განკარგვასთან მიმართებით და მეორე მხრივ, მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებას შეუქმნან დაბრკოლება, რათა საქმეზე არ დადგინდეს ჭეშმარიტება”, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები