შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სერტიფიცირებისა და ინსპექტირების ჯგუფის (CCIC) დელეგაცია ეწვია
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სერტიფიცირებისა და ინსპექტირების ჯგუფის (CCIC) დელეგაცია ეწვია.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
,,სტუმრებს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა – ზურაბ ზუბადალაშვილმა უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები სააგენტოს სამუშაო სპეციფიკასა და იმ სერვისებს გაეცნენ, რომლებსაც სააგენტო მოქალაქეებს სთავაზობს.
სტუმრებმა, ასევე, დეტალური ინფორმაცია მიიღეს სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ. კერძოდ, გაეცნენ სატრანსპორტო საშუალებების პირველადი რეგისტრაციის და გადაფორმების პროცედურებს.
ვიზიტის დასასრულს სტუმრებმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადეს მასპინძლობისთვის და სამომავლო თანამშრომლობის მზაობა გამოხატეს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.