მამუკა მდინარაძე: რაზეც ბოლო სამი წელი გვეუბნებოდნენ, ეგ თქვენი მოგონილი და ჰაერიდან მოტანილი თემებიაო, ყველაფერზე ილაპარაკა ტრამპმა

„რაზეც ბოლო სამი წელი გვეუბნებოდნენ, ეგ თქვენი მოგონილი და ჰაერიდან მოტანილი თემებიაო, ყველაფერზე ილაპარაკა ტრამპმა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მათ მიერ „მოგონილ“ თემებზე ტრამპმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა.

„მათ შორის, მშვიდობაზე, სუვერენიტეტზე, ღირსებაზე, მხოლოდ ორი სქესი რომ არსებობს, ჩვენს მიერ „მოგონილ” ამ თემებზეც განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა“, – აღნიშნავს მდინარაძე.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ფიცი დადო და ოფიციალურად შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები