“ევროკავშირში სულ ახალი პროცესები გველოდება, ეს კი, პირველ რიგში, ევროკავშირის ძირგამომპალი სტრუქტურებისა და თავად ევროპის ქვეყნებს შორის ურთიერთობის გარკვევის პროცესი გახლავთ” – ნიკოლეიშვილი
“სულ რაღაც საათები დარჩა, დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე და თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შესვლამდე. მთელი მსოფლიო თუ არა, ნახევარი მაინც ფიქრობს და ელოდება, თუ რას იზამს და რით დაიწყებს ამერიკის შეერთებული პრეზიდენტი”, – ამის შესახებ “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც მაგიდაზე დევს, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაა.
“ეს კი ნიშნავს რომ ჯერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევაა, რაც გულისხმობს მხარეების შეიარაღებული ძალების და სამხედრო ტექნიკის დაშორიშორებას, შემდეგ ტყვეების გაცვლის საკითხის ინტენსიურად წარმართვას, ბოლოს კი უკრაინის შემდგომი ბედის გადაწყვეტას-სადაც რუსეთსაც თავისი სიტყვა ეთქმის. თავად უკრაინა და ევროპა კი უნდა დაემორჩილოს იმას, რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, სამწუხაროდ სწორედ ამ პირობებში ჩაიგდო თავის ბრიყვული და ავანტიურისტული მოქმედებებით თავი ზელენსკიმაც და ევროპის ლიდერებმაც.
ევროკავშირშიც სულ ახალი პროცესები გველოდება, ეს კი პირველ რიგში ევროკავშირის ძირგამომპალი სტრუქტურებისა და თავად ევროპის ქვეყნებს შორის ურთიერთობის გარკვევის პროცესი გახლავთ, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ბევრ ქვეყანას ევროკავშირზე დამოკიდებულების ნაცვლად მეტი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა სურთ. არა მგონია, რომ შეერთებულმა შტატებმა თავისი ინტერესების გავლენა შეამცირონ ევროპის კონტინენტზე, თუმცა ნატოს უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ ამერიკელების იარაღისა და ფულის იმედზე მუქთახორობა, რომ აღარ გამოვა ამის შესახებ დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა. მოდით ამ ეტაპზე გრენლანდიის და პანამის საკითხი ცოტა ხნით გვერდით გადავდოთ და მოვლენების განვითარებას დაველოდოთ. ამჯერად კი ცალტვინა რადიკალებისა და მათ ამერიკელი და ევროპელი პატრონების მიერ საქართველო ჩინეთის ურთიერთობის კრიტიკას, მხოლოდ ტრამპის მიერ გაჟღერებული 100 დღის შემდეგ სინ ძინ პინთან შეხვედრის აუცილებელი ხაზგასმისად ვუპასუხოთ.
ადრეც მითქვამს და ახლაც განვმეორდები, რა თქმა უნდა, 20 იანვარსვე არ მოხდება ტრამპის მიერ ე.წ. საქართველოს საქმის გადახედვა, მაგრამ აუცილებლად მოხდება, თუნდაც ერთი უბრალო მიზეზიდან გამომდინარე, ეს არა მხოლოდ საქართველოს, ეს გახლავ სამხრეთ კავკასიის საკითხი, სადაც საქართველოს გარდა აშშ-ის გაურკვევლობას აზერბაიჯანი და სომხეთიც ემატება, მხოლოდ სულელს თუ ენდომება მოვლენების ასე თავის ნებაზე მიშვება კავკასიაში. რაც შეეხება იმას, თუ რატომ მოხდა, რომ საქართველო და აშშ-ს შორის ურთიერთობის გადახედვას თუ გაუმჯობესებას შორისაა არჩევანი, აქ უკვე მარტივადაა საქმე, რომ გადახედვას და წინა ადმინისტრაციის გაფუჭებულ საქმეს, გამოკეთება და გაუმჯობესება, რომ სჯობია ტრამპის ადმინისტრაცია ძალიან მარტივად აუღებს ალღოს, ყოველ შემთხვევაში ბაიდენ-ბლინკენის ნაბიჯებს საქართველო-აშშ-ს ურთიერთობის ასეთ მდგომარეობას, არცერთი მხარისთვის კარგი რომ არაფერი მოუტანა ფაქტია”, – წერს ნიკოლეიშვილი.