გურამ მაჭარაშვილი – გლობალური ომის პარტიას დასანქცირების გარდა რესურსი აღარ დარჩა
“გლობალური ომის პარტიას დასანქცირების გარდა რესურსი, რომ აღარ დარჩა, ეს ნიშნავს, რომ თავადაც მიხვდნენ, საქართველოსთან მიმართებით დამარცხდნენ და მეორე ფრონტი არ გამოუვიდათ”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სანქციები არ მოქმედებს არც ბიძინა ივანიშვილზე, არც მმართველი გუნდის წევრებზე და არც თანამდებობის პირებზე.
„პირიქით, საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ეს ხალხი უფრო მეტი მოტივაციით უძღვება ქვეყანას. ჩვენ კარგად ვიცით, არაერთი განცხადება, თუ მოქმედება, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის, რომელმაც არამარტო სიტყვით, თავისი ქმედებით დაადასტურა, რომ პირადი სუბიექტური ინტერესების და რესურსის გამო, არცერთ შემთხვევაში არ წავა საქართველოს წინააღმდეგ. ამიტომ სანქციებთან დაკავშირებით დიდ ბრიტანეთში ეს მცდელობა, ერთის მხრივ, მეტყველებს იმაზე, რომ სამწუხაროდ ამ ქვეყანაშიც კი ევროპული ღირებულებები მეორე გვერდზეა გადაწეული და მეორე მხრივ, რადგან ეს იარაღი უკვე აღარ გამოდგა, გაცვეთილია და იმავეს იყენებენ, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს წინააღმდეგ სხვა იარაღი არ არსებობს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.