ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, ისრაელის საჰაერო თავდასხმებს 71 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელსა და “ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმება, სავარაუდოდ კვირას ამოქმედდება, მაგრამ ამ დროისთვის ბრძოლა გრძელდება,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.

ღაზას სამოქალაქო თავდაცვის სააგენტო ამბობს, რომ, სულ მცირე, 71 პალესტინელი დაიღუპა გუშინ საღამოს, შეთანხმების გამოცხადების შემდეგ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი “ჰამასს” შეთანხმების უარყოფაში და ბოლო წუთს კრიზისის შექმნაში ადანაშაულებს.

„ისრაელის კაბინეტი არ შეიკრიბება ვიდრე შუამავლები არ შეატყობინებენ ისრაელს, რომ „ჰამასმა“ მიიღო შეთანხმების ყველა ელემენტი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

“ჰამასის” ოფიციალური პირი შეთანხმებაზე უარის თქმის ბრალდებას უარყოფს და როგორც მან BBC-ს განუცხადა, ჯგუფი შეთანხმების ერთგულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები