ავსტრალიელი ინფლუენსერი ქალი 1 წლის შვილს წამლავდა, რათა სოციალური ქსელების მეშვეობით ხალხის შემოწირულობა მიეღო

ავსტრალიელ ინფლუენსერს ბრალი წაუყენეს მისი პატარა გოგონას მოწამვლისთვის, ქალი ცდილობდა, ამით საკუთარი გამომწერებისგან შემოწირულობა მოეპოვებინა,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.

გამოცემის ცნობით, ქალი ბავშვის “მძიმე დაავადებასთან” ბრძოლის კადრებს სოციალურ ქსელში რეგულარულად ავრცელებდა, რის შედეგადაც მან 37,300 აშშ დოლარი შეაგროვა შემოწირულობების საშუალებით.

დეტექტივები ამტკიცებენ, რომ ის ერთი წლის ბავშვს ნარკოტიკულ საშუალებას აძლევდა და შემდეგ იღებდა მას “უზარმაზარ გასაჭირში და ტკივილში”.

ექიმებმა განგაში გამოაცხადეს ოქტომბერში, როდესაც ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს მძიმე სამედიცინო მდგომარეობით.

სამედიცინო ექსპერტების შეფასებით, ბავშვი მძიმე ემოციურ და ფიზიკურ ზიანს განიცდიდა.

საბოლოოდ, რამდენიმე თვიანი გამოძიების შემდეგ, 34 წლის ქალს ბრალი წაუყენეს წამებაში, შხამის მოხმარებაში, ბავშვზე ძალადობასა და თაღლითობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები