უკრაინის რადამ საომარი მდგომარეობა 2025 წლის 9 მაისამდე გაახანგრძლივა

უმაღლესმა რადამ უკრაინაში საომარი მდგომარეობა 2025 წლის 9 მაისამდე გაახანგრძლივა,- ამის შესახებ უკრაინის სახალხო დეპუტატი იაროსლავ ჟელეზნიაკი აცხადებს.

მისი თქმით, უკრაინაში საომარი მდგომარეობის ვადის გაგრძელების შესახებ ქვეყნის პრეზიდენტის ბრძანებულების დამტკიცების შესახებ კანონპროექტს მხარი 315-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ზელენსკიმ კანონპროექტები მობილიზაციისა და საომარი მდგომარეობის კიდევ 90 დღით გახანგრძლივების თაობაზე მოითხოვა.

მანამდე, ქვეყანაში საომარი მდგომარეობა 8 თებერვლამდე იყო დაწესებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები