უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაზე მორიგი სარაკეტო თავდასხმის დროს რუსმა ოკუპანტებმა 40-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს, სულ მცირე 30 რაკეტა განადგურდა.
„შუა ზამთარია და რუსების სამიზნე იგივე რჩება: ჩვენი ენერგეტიკის სექტორი. მიზნებს შორის არის გაზის ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკული ობიექტები, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანების ნორმალურ ცხოვრებას. გამოიყენეს 40-ზე მეტი მეტი რაკეტა, მათ შორის ბალისტიკური. სულ მცირე 30 განადგურდა. ასევე, ღამით 70-ზე მეტი დრონი გაუშვეს. ჩვენი საჰაერო სისტემები აქტიურად მუშაობენ“, – აცხადებს ზელენსკი.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჰაერო თავდაცვისა და ყველა ჩართული ქვედანაყოფის წყალობით, შესაძლებელი გახდა უკრაინის ენერგოსისტემის მუშაობის შენარჩუნება.