ფაბრიციო რომანო: ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელია
ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენში“ გადადის, გარიგება დღეს გაფორმდა, – ამის შესახებ გავლენიანმა იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ სოციალურ ქსელში დაწერა.
„ტრანსფერის ღირებულება 70 მილიონ ევროს აღემატება. კვარასთან ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდება“, – აღნიშნა ფაბრიციო რომანომ.
კვარაცხელია ფრანგულ გრანდთან 5-წლიანი კონტრაქტს ოფციონის წესით (4+1) გააფორმებს, ანუ 4 წლის შემდეგ პსჟ-ს კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივების უფლება ექნება. „პარი სენ-ჟერმენი“ კვარაცხელიას ტრანსფერში „ნაპოლის“ 70 მილიონ ევროს გადაუხდის, პლუს 10 მილიონს – ბონუსების სახით.