უკრაინამ რუსეთის რამდენიმე რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განახორციელა.
რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში დრონებით თავდასხმის შედეგად დაზიანდა ერთ-ერთი სამრეწველო საწარმო. ინფორმაცია დაადასტურა რეგიონის გუბერნატორმა, რომან ბუსარგინმა.
„უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად დაზიანებულია სამრეწველო საწარმო ენგელსში. საგანგებო და ოპერატიული სამსახურები გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ“, – განაცხადა ბუსარგინმა.
უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის საფრთხის გამო, ენგელსის სკოლებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.