მამუკა მდინარაძე – „ბათუმელების“ დამფუძნებლზე: როდესაც ადამიანი პირდაპირ ეთერში სცემს პოლიციელს, უნდა დაისაჯოს თუ არა? – თუ კითხვაა – კი, ის ადამიანი დაკავებულია კანონიერად

ეს არის უმარტივესი „ქეისი“, სადაც პოლიციელს სახეში ურტყამს ხელს ქალბატონი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ „ბათუმელების“ დამფუძნებლისა და დირექტორის მზია ამაღლობელის დაპატიმრების ფაქტზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც სამართალდამცველისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო დააკავეს.

„ეს არის უმარტივესი „ქეისი“, სადაც პოლიციელს სახეში ურტყამს ხელს ქალბატონი. ახლა ჩვენ უნდა შევჯერდეთ, ეს მარტივია. როდესაც ადამიანი პირდაპირ ეთერში სცემს პოლიციელს, უნდა დაისაჯოს თუ არა? – თუ კითხვაა – კი. მაშინ ის ადამიანი დაკავებულია კანონიერად – დამთავრდა!“, – განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ბათუმელების“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები