ლიეტუვის პრეზიდენტმა გრენლანდიასთან დაკავშირებით ტრამპის განცხადებებს მიუღებელი უწოდა
ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებებს გრენლანდიაზე კონტროლის აღების შესახებ მიუღებელი უწოდა.
ნაუსედამ მოუწოდა ტრამპს, რომ პატივი სცეს სხვის სუვერენიტეტს.
„ახლა ჩვენ ვხედავთ განცხადებებს, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ სახელმწიფო საზღვრებს, ეს მიუღებელია 21-ე საუკუნეში. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში და პატივი უნდა ვცეთ ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, განსაკუთრებით საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფოების, რომლებიც იცავენ დემოკრატიულ პრინციპებს. მოდით ეს გაუგებრობად მივიჩნიოთ“, – განაცხადა ნაუსედამ.
ცნობისთვის, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას გრენლანდიასა და პანამის არხზე კონტროლის მოპოვება სურს. ამასთან, ტრამპმა არ გამორიცხა სამხედრო ძალის გამოყენებაც.