13 იანვარს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში „კალანდა 2025“-ის შესახვედრად ემზადებიან

13 იანვარს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში „კალანდა 2025“-ის შესახვედრად ემზადებიან.

რა ღონისძიებები ჩატარდება კალანდას ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე სოციალური მედიით ავრცელებს.

„ძვირფასო თანამოქალაქეებო, ძვირფასო სტუმრებო, 13 იანვარს 17:00 საათიდან გიწვევთ და გელით ყველას, სოფელ შემოქმედში, ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში – #ერთად აღვნიშნოთ კალანდა!

17:00 საათი • ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა – გაყიდვა;

ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, თეატრალური პერფორმანსები;

კულინარიული მასტერკლასი; გურული ღვეზელის გამოცხობა-დაგემოვნება;

ტრადიციული საკალანდო რიტუალი – აგუნა, ჩიჩილაკის დამზადება და ჭურის მოხდა;

20:00 საათი • ჯგუფ „Reggaeon“-ის კონცერტი;

გმირთა მოედნიდან – სოფელ შემოქმედის მიმართულებით იმოძრავებს მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც მოქალაქეებს 17:00 საათიდან, ღონისძიების დასრულებამდე უფასოდ მოემსახურება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები