ზაპოროჟიეზე რუსების თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 113-მდე გაიზარდა
ზაპოროჟიეზე რუსების საჰაერო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 113-მდე გაიზარდა, დაღუპულია 13 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, ივან ფედოროვი ავრცელებს.
მისი თქმით, ჰოსპიტალიზებულია 59 პირი, მათგან 10 მძიმე მდგომარეობაშია.
შეგახსენებთ, რომ რუსებმა ზაპოროჟიე 8 იანვარს, დღის მეორე ნახევარში დაბომბეს. მართვადი საჰაერო ბომბები ინფრასტრუქტურული ობიექტის ადმინისტრაციულ ნაწილთან და გზის სავალ მონაკვეთზე აფეთქდა.