სომხეთის მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

სომხეთის მთავრობამ „სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული საკითხი საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა დღეს გამართულ სხდომაზე წარადგინა.

„თქვენ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ევროპარლამენტშიც განაცხადეთ, რომ სომხეთი მზად არის, იყოს უფრო ახლოს ევროკავშირთან, რამდენადაც ევროკავშირი ჩათვლის შესაძლებლად. ვგულისხმობ ვიზალიბერალიზაციის პროცესის დაწყებას და მთელ რიგ სხვა ინსტრუმენტებს, რომლებიც გამოიყენება ან განიხილება ევროკავშირთან. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვთავაზობთ დადებითი პასუხის გაცემას“, – განაცხადა არარატ მირზოიანმა.

ამასთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლებელია მხოლოდ ეროვნული რეფერენდუმის გზით.

„მთავრობის დე იურე პოზიციაა, რომ მთავრობას არანაირი წინააღმდეგობა არ აქვს ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, მაგრამ ასევე მინდა, აღვნიშნო, რას ნიშნავს ეს. ეს არ ნიშნავს სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანებას ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან ამ პუნქტის მიღწევა ან ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება იყოს კანონის დონეზე ან თუნდაც მთავრობის გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით, სხვა გზა არ არსებობს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები