გულითადად ვუსურვებთ ჩვენს უწმინდესს უფლის შეწევნას, ჯანის სიმრთელესა და მრავალჟამიერ სიცოცხლეს – საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

„დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ს დაბადებიდან 92-ე წელს.

გულითადად ვუსურვებთ ჩვენს უწმინდესს უფლის შეწევნას, ჯანის სიმრთელესა და მრავალჟამიერ სიცოცხლეს.

მადლობა უფალს ესოდენ გამორჩეული და მადლმოსილი პატრიარქისთვის; ვმადლობთ უწმინდესს მისი მრავალმხრივი და მდიდარი ღვაწლისთვის, სიყვარულისა და მზრუნველობისათვის, ქართველი ერის ჭეშმარიტად სულიერი მწყემსმთავრობისთვის.

მრავალჟამიერ თქვენი სიცოცხლე, ჩვენო პატრიარქო!“, – აღნიშნულია მისალოც ტექსტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები