უკრაინის საკითხზე „რამშტაინის“ ჯგუფის მომდევნო შეხვედრა 9 იანვარს გაიმართება
უკრაინის საკითხზე „რამშტაინის“ ჯგუფის მომდევნო შეხვედრა 9 იანვრისთვის არის დაგეგმილი.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უხელმძღვანელებს. ეს ამ ფორმატში ჩატარებული 25-ე შეხვედრა იქნება.
შეგახსენებთ, „რამშტაინის“ ფორმატი 2022 წელს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის კოორდინაციისთვის შეერთებული შტატების ეგიდით შეიქმნა. ის მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ცოტა ხნის წინ იმედი გამოთქვა, რომ საკონტაქტო ჯგუფის ფორმატი ტრამპის პრეზიდენტობის დროსაც იქნება შენარჩუნებული.