რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები სუფრას შლიან
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე სუფრა გაშალეს
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს და საახალწლო სუფრა გაშალეს.
მოქალაქეებმა გამზირზე მაგიდები მიიტანეს, რომლებიც გზის სავალი ნაწილის შუა ზოლზე განალაგეს.
მაგიდები თავისუფლების მოედნიდან სასტუმრო „თბილისი მარიოტამდე“ არის განლაგებული.
მოქალაქეებმა საახალწლო სუფრა სიმბოლურად საქართველოს დროშის ფერებში: წითელ და თეთრ ფერებში გააწყვეს.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილები საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარებას და აქციების დროს დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას ითხოვენ.