მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირი არის ძლიერი სახელმწიფოების გაერთიანება, საქართველომ უნდა შეძლოს საკუთარი ინტერესების იმგვარად დაცვა, რომ არ მოხდეს უფრო მეტად კომპრომისების კეთება, ვიდრე ევროკავშირისგან სარგებლის მიღება

ევროკავშირი პირველ რიგში არის ძლიერი სახელმწიფოების გაერთიანება და საქართველომ უნდა შეძლოს ამ სახელმწიფოების გვერდით დგომა და საკუთარი ინტერესების იმგვარად დაცვა, რომ არ მოხდეს უფრო მეტად კომპრომისების კეთება, ვიდრე ევროკავშირისგან სარგებლის მიღება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიზნებისთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილურობა.

„ამას სჭირდება ქვეყნის უსაფრთხოება და სტაბილურობა, იმისათვის რომ ჩვენ შევძლოთ სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება და რა თქმა უნდა, რეფორმები, რომლებიც საქართველოს სჭირდება ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები