The Guardian: ბრიტანეთის ქალაქებში საახალწლო ღონისძიებები გაუქმდა

ძლიერი ქარისა და წვიმის გამო, დიდი ბრიტანეთის რამდენიმე ქალაქში საახალწლო ღონისძიებები გაუქმდა.

როგორც რუსული მედია იუწყება, ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

„ძლიერი ქარის პროგნოზის გამო, 2025 წლის მოვლენები ბლექპულში, ნიუკასლ მარინაში, კუნძულ უაიტსა და რიპონში გაუქმდა“, – წერს გამოცემა.

მედიის ცნობით, ბრიტანეთის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა 2 იანვრამდე, თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით ამინდის მკაცრი გაუარესების შესახებ გაფრთხილება გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები