2024 წელს უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას 400-ზე მეტი ბავშვი დაუბრუნდა

2024 წლის დასაწყისიდან დღემდე, უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 449 ბავშვი დააბრუნეს.

ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა Telegram-ზე გაავრცელა.

„2024 წლის დასაწყისიდან ჩვენ უკვე დავაბრუნეთ 449 ბავშვი. მათ შორის არის ხუთი, ვინც დედებთან ერთად გაიქცა დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან Bring Kids Back UA-ს ინიციატივის წყალობით“, – განაცხადა ერმაკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები