“როცა მარკ რუტე საქართველოს პრემიერ-მინისტრს დამდეგ ახალ წელს ულოცავს, ეს არის მთლიანად ნატო-ს პოზიცია იმის შესახებ, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებს აღიარებენ” – ნიკოლეიშვილი

“ძალიან მოკლედ და კონკრეტულად, როდესაც NATO-ს გენერალური მდივანი – მარკ რუტე, საქართველოს პრემიერ მინისტრს, ირაკლი კობახიძეს დამდეგ ახალ წელს ულოცავს, რა თქმა უნდა, სასიხარულო ჟესტია, მაგრამ იმავდროულად ეს გახლავთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის კი არა, მთლიანად ნატო-ს პოზიცია”, – ამის შესახებ “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს არის პოზიცია იმის შესახებ, რომ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებსაც აღიარებენ და მის კანონიერ ხელისუფლებას.

”რაც შეეხება რადიკალებს და მათ სამარცხვინო უცხოელ პატრონებს თუ სურვილი ექნებათ    ნატო-სა და მის გენერალურ მდივანს მათთვის ამ თავს ლაფ დასხმული მისალოცის გამო სადაც უნდათ იქ უჩივლონ!”, – წერს ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები