პროკურატურის თანამშრომლებმა წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს
საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრნენ და ცენტრში მცხოვრებ ბენეფიციარებს პროკურატურის თანამშრომლების სახელით საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
უწყების ინფორმაციით, გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრში მცხოვრებლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრად საკვები პროდუქტები და ტკბილეული გადასცეს.
“ასევე, საქართველოს პროკურატურის დახმარებით, საახალწლოდ წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრში გათბობის სისტემა დამონტაჟდა”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.