ზარქუა – აშშ-ის სანქციებზე: ეს არის ჯილდო ქვეყნის სიყვარულისთვის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა აშშ-ის მიერ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ეხმაურება.

“ამით კიდევ ერთხელ ცხადი გახდა რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ აქ ის „დიფ სტეიტი“, რასაც ბატონი ტრამპიც ამბობს, ჩრდილოვანი მმართველობა, „გლობალური ომის პარტია“, როგორც გინდათ ისე თარგმნეთ, ეს იყო ჩართული თავიდან ბოლომდე.

ამის ლუსტრაცია მოხდა იმიტომ, რომ ჩვენ ქვეყანა არ გავყიდეთ. ეს არის ჯილდო ქვეყნის სიყვარულისთვის“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები