მაჭარაშვილი – აშშ-ის სანქციებზე: აღიარებითი ჩვენება გააკეთა ამერიკის იმ ძალებმა, რომლებიც, იმედი გვაქვს, ცოტა ხანში აღარ იქნებიან სათავეში და ამერიკასთან ურთიერთობები გადატვირთვაზე წავა

“ამ გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, ივანიშვილისთვის არაფერი შეცვლილა, რადგან დე ფაქტოდ დასანქცირებული იყო, მაგრამ აღიარებითი ჩვენება გააკეთა ამერიკის იმ ძალებმა, რომლებიც იმედი გვაქვს, რომ ცოტა ხანში აღარ იქნებიან სათავეში”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„რომ გვეკითხებოდნენ, აბა, სად არის უცხოური ძალა, ა ბატონო, გამოჩნდა უცხოური ძალა, რომელმაც აღიარა, რომ ის იყო, რომელიც სთხოვდა ქვეყანას, ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას ომის დაწყებას. რეალურად, ამ გადაწყვეტილებით ფაქტობრივად ივანიშვილისთვის არაფერი შეცვლილა, რადგან დე ფაქტოდ დასანქცირებული იყო, მაგრამ აღიარებითი ჩვენება გააკეთა ამერიკის იმ ძალებმა, რომლებიც იმედი გვაქვს, რომ ცოტა ხანში აღარ იქნებიან სათავეში და ამერიკასთან ურთიერთობები გადატვირთვაზე წავა“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს სანქციები 27 დეკემბერს დაუწესა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები