უნგრეთის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

უნგრეთის პრეზიდენტი, ტომაშ შუიოკი საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

ამის შესახებ მისალოც წერილშია ნათქვამი.

„მიხეილ ყაველაშვილს, საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი მოლოცვა და საუკეთესო სურვილები საქართველოს პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით. გიდასტურებთ, რომ უნგრეთი მზადაა როგორც ჩვენს ერებს შორის მეგობრული თანამშრომლობის ორმხრივად მომგებიანი განვითარებისთვის, ასევე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ერთობლივი პროექტების გაფართოებისთვის ახალ სფეროებში. გარწმუნებთ, რომ უნგრეთი ყველაზე მტკიცედ იცავს თქვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელშეუხებლობას და მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ევროინტეგრაციის მიმართულებით. გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში. გიდასტურებთ ჩემს გულწრფელ პატივისცემას”, – აღნიშნულია წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები