შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის ინტერესით და ვმოქმედებთ ჩვენი კონსტიტუციის ერთგულებისთვის, ამიტომ ვინ რა განცხადებებს გააკეთებს ამ მხრივ, ამას მნიშვნელობა არ აქვს

ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის ინტერესით და ვმოქმედებთ ჩვენი კონსტიტუციის ერთგულებისთვის, ამიტომ ვინ რა განცხადებებს გააკეთებს ამ მხრივ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, – ამის შესახებ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელმაც თქვა, რომ ევროპასთან დაშორების გამო სერგეი ლავროვმა საქართველოს მთავრობა შეაქო.

„ერთადერთი რასაც აქვს მნიშვნელობა არის ის, რომ არავინ, მათ შორის რუსეთი უპირველეს ყოვლისა, ვინც ერევა ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობაში, შელახოს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. არ შელახოს ჩვენი სუვერენიტეტი, ვგულისხმობ განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნებს და იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა მენტალიტეტით მოქმედებენ საქართველოსთან დაკავშირებით და ეს არის ამოსავალი წერტილი ყველანაირი ურთიერთობის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები