ვოლსკი – მიხეილ ყაველაშვილზე: ძალიან ფართო დიაპაზონი აქვს თავისი ხედვის, როგორც საგარეო, ასევე, საშინაო პოლიტიკასთან დაკავშირებით

“ეს არის ადამიანი, რომელსაც უყვარს საკუთარი ქვეყანა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, გიორგი ვოლსკიმ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილზე საუბრისას განაცხადა.

“არის გარკვეული თვისებები, რომლებიც მას გააჩნია, რომ ამ სიყვარულის რეალიზაცია მოახდინოს. იგი არის პროფესიონალი პოლიტიკოსი. ძალიან ფართო დიაპაზონი აქვს თავისი ხედვის, როგორც საგარეო, ასევე, საშინაო პოლიტიკასთან დაკავშირებით. ხალხი უყვარს და მე ვფიქრობ, რომ მომავალში ძალიან ბევრი ადამიანის სიყვარულსა და პატივისცემას დაიმსახურებს”, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები