ვოლსკი – სალომე ზურაბიშვილზე: ის აცხადებს, რომ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი, რაც სასაცილოა
“ის აცხადებს, რომ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი, რაც სასაცილოა. ამავე დროს, სამარცხვინოცაა, ვინაიდან პოლიტიკურ ველზე რა სიტუაციაც უნდა იყოს, როგორ ვითარებაშიც არ უნდა განიხილო სალომე ზურაბიშვილის ფიგურა, იგი არის ექსპრეზიდენტი”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საუბრისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„ყველანაირ გარემოებაში არსებობს ერთი მთავარი მოცემულობა, ეს არის კალენდარი – როდესაც იყო არჩეული და როდესაც მისი ვადა დასრულდა. მისი ქარაფშუტული გამოთქმებიც რომ დავივიწყოთ, როგორიც არის, საქართველო თურმე, რუსული საგარეო პოლიტიკის ორბიტაზე გავიდა, ან ის სისულელე, რომ ელექტრონული არჩევნების გაყალბება შესაძლებელია, თუკი რუსული რესურსი შემოიჭრა, აი, ამ ამერიკულ ელექტრონულ სისტემაში – რეალობიდან შორს არის კი არა, ასეთი რეალობა არ არსებობს“, – განაცხადა ვოლსკიმ.