ნათია ფანჯიკიძე – ანა წითლიძეს: დამალეთ კბილები და ბრჭყალები, ახალგაზრდებს მართლა არ ახსოვთ, მართლაც პუტინის მმართველობის სტილი როგორ დააწესეთ საქართველოში!

ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ ანა წითლიძეს შორის მწვავე დებატები მოჰყვა სოციალურ ქსელში ნათია ფანჯიკიძის მიერ დასმულ კითხვას პარტიების დაფინანსებაზე.

ნათია ფანჯიკიძემ ოპოზიციური პარტიების მიერ მიღებულ დაფინანსების თემაზე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის კითხვა დასვა:

„რა მაგის პასუხია და დამპლური კითხვების დასმის, ოპოზიციამ რომ დაფინანსება აიღო, თან სამსახურშიც არ ივლიან, „ახლა ამის დრო არ არის“ არის?“

კითხვას გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე და ნათია ფანჯიკიძე ტყუილში დაადანაშაულა:

„ამ არასამართლიან და ტყუილ პოსტზე რომ გიპასუხოთ, პროდასავლელი ალასანია რანაირად აშენებს ცათამბჯენებს საქართველოში და როგორ გახდა ბიზნესმენი, რით შეაბა ივანიშვილმა მილიონიანი ბიზნესების მიცემით ამ ძალადობრივ სისტემაში და როგორ შოულობს მილიონებს სისტემასთან შეთანხმებით ახლაც, უსამართლო ვიქნები? ალბათ მსგავსი მიდგომების გამო არ შერჩა არც ერთი გუნდის წევრი თავის დროზე.”

დებატები ამგვარად გაგრძელდა:

ნათია ფანჯიკიძე: „ხიხიხიხ, როგორ მეიაზვა. თავიდან ბოლომდე „სამართლიანობა და სიმართლე“ რომ ხართ თქვენი პარტიიანად, ეგაა ამ ქვეყნის ბოლო დროის ტრაგედიების ძირითადი მიზეზი. ალასანიას რაც შეეხება, როცა ააშენებს, მერე მომიკაკუნეთ, ჯერ არ ვიცი სადაა მისი აშენებული ცათამბჯენი, ნაციონალების ნაშენები კი რამდენიც გინდა. მილიონიანი ბიზნესი რომ არ აქვს, ესეც კარგად იცით და გაქვთ გაჩხრეკილი, რომ ის არის არც მეტი, არც ნაკლები, საინვესტიციო ფონდის დირექტორი, სხვათა შორის დასავლური ინვესტიციის, რაც ზედმეტად უცნაურია (სულაც არ მეუცნაურება ოღონდ), რომ არ გსიამოვნებთ ამ გარუსებულ ქვეყანაში“.

ანა წითლიძე: „თქვენ რომ ტყუილი არ დაგებრალებინათ რომ მათ შორის მე თურმე ხელფასი ავიღე არც არანაირი სურვილი მქონდა თქვენთან კამათის. თქვენი შეხედულება ჩემზე ან ჩემს პარტიაზე ნაკლებად მაღელვებს. თქვენი ქმრის პოლიტიკური მოღვაწეობა უკვე ვნახეთ. სრულად გაფარჩაკებული, ჯერ რუსის მომყვანი და მერე იმის ძალაც კი არ აღმოაჩნდა ბოლომდე ებრძოლა. მერე უბრალოდ სიჩუმისთვის სამშენებლო ნებართვები მიართვეს ლანგარზე. მილიონიანი ბიზნესების სიის დადება პრობლემა სულაც არაა, ისედაც მთელმა თბილისმა იცის, დაგუგვლაც კი ადვილია) სანამ ტალახს ისვრით გახსოვდეთ დაგიბრუნდებათ. კი კარგად ვიცით, თქვენი ისტერიკაც გვახსოვს გამომძიებელი ჟურნალისტები რომ მივიდნენ თქვენთან სწორედ ამ კითხვებზე პასუხისთვის. ნუ, ახლა ამ ქვეყანაში ამ ბიზნესებს რომ ერთ დროს ბიძინასგან გაგდებული მტრად მოკიდებული ალასანია – ხელისუფლების გარეშე ვერ იზამდა ეგ ჭეშმარიტება ბავშვისთვისაც კი არ არის უცხო)) დანარჩენი თავის მართლება თქვენი მხრიდან არ მაინტერესებს“.

ნათია ფანჯიკიძე: „მეტი საქმე არ მაქვს თავი ვიმართლო თქვენთან. თქვენ (ამ სიტყვაში პირად შეურაცხყოფას არ გაყენებთ, თქვენგან განსხვავებით, პარტიას ვგულისხმობ) უკვე დიდი ხნის წინ დაგერქვათ სახელი. ისიც ვიცოდი, ვისი დაკვეთა იყო მელაძის და მისი ქაჯაიების პროვოკაციული შემოვარდნა, ბავშვის ხმა რომ ისმის, ჩემი შვილის სახლის ის კადრები არ გაუშვა საყვარელმა. ჰოდა, ყოველი თქვენი აგრესია მახარებს, რადგან მხოლოდ იმ მეხსიერების შენახვას ემსახურება, ვისაც ახსოვს, რა ელის ქვეყანას, თქვენ რომ ხელში რამე და ვინმე ჩაიგდოთ. ისევ მოწიწებით გთხოვთ, სანამ ჩაგიგდიათ, დამალეთ კბილები და ბრჭყალები, ახალგაზრდებს მართლა არ ახსოვთ პირადად მართლაც პუტინის მმართველობის სტილი როგორ დააწესეთ საქართველოში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები