კირცხალია – ბიზნესმენების ნაწილზე: მოენატრათ ის მონოპოლიები, მოენატრათ ის, მხოლოდ და მხოლოდ მათი ბიზნესები რომ იყო ლობირებული
„მორალური პრინციპების და მათი სოციალური უპასუხისმგებლობის მხარე საზოგადოებისთვის მიმინდვია”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი კირცხალია აცხადებს, რითაც ბიზნესის იმ ნაწილს აფასებს, რომელმაც რომელიც „ქართული ოცნებას“ აკრიტიკებს იმის გამო, რომ, რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, საქართველომ რუსეთის ბაზარი ქართველი მეწარმეებისთვის გახსნილი დატოვა და თავად რუსულ ბაზარზე ოპერირებს.
“როდესაც ერთი მხრივ, ასეთ განცხადებას აკეთებ და მეორე ხელით ასეთი ქმედებით ხარ დაკავებული. ალბათ, მოენატრათ ის მონოპოლიები, მოენატრათ, მხოლოდ და მხოლოდ მათი ბიზნესები რომ იყო ლობირებული და ასე შემდეგ“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
ცნობისთვის, მმართველმა გუნდმა გაასაჯაროვა იმ კომპანიების სია, რომლებიც რუსეთის ბაზარზე ოპერირებით მსხვილ შემოსავლებს იღებენ.